[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

FBI-ის ატაშის ასისტენტის სტუმრობა

11.04.2016

განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილის ინიციატივით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ მოწვეული ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს ატაშეს ასისტენტი სამართლის საკითხებში მარლენ ბენსონი ამერიკისმცოდნეობის დეპარტამენტის სტუდენტებს ესტუმრა.

სტუმარსა და სტუდენტებს შორის საინტერესო დისკუსია გაიმართა კარიერის არჩევასთან დაკავშირებით.

განსაკუთრებული დაინტერესება სტუდენტებში გამოიწვია იმან, თუ რამ განაპირობა მარლენ ბენსონის, როგორც ქალის, გადაწყვეტილება აერჩია ასეთი საპასუხისმგებლო და საფრთხის შემცველი პროფესია. დისკუსიის შემდეგ სტუმარი მიიღო უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. დოქტ. ილიას ჩილოღლუმ და ესაუბრა უნივერსიტეტის მისიის და სტრუქტურის შესახებ.