[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

პირველკურსელთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გაახანგრძლივა სარეგისტრაციო პერიოდი მიმდინარე თვის 20 რიცხვამდე იმ პირველკურსელი სტუდენტებისათვის ვინც იმყოფება კარანტინში, იზოლაციაში ან საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე თბილისში ჩამოსვლას გეგმავს 1 ოქტომბერს. 

რეგისტრაციისათვის მოთხოვნილი დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმატით (სკანირებული ან ფოტომასალა) წარმოდგენა შესაძლებელია უნივერსიტეტის ელ. ფოსტის მეშვეობით – contact@ibsu.edu.ge.

  • ატესტატი
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი
  • ფოტოსურათი 3×4 
  • სწავლის საფასურის შეღავათის არსებობის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტი
  • წვევამდელის სამხედრო სააღრიცხვო მოწმობა (ვაჟებისთვის)

ელექტრონული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, დაგიკავშირდებათ უნივერსიტეტის წარმომადგენელი შემდგომი პროცედურების განსახორციელებლად და ხელშეკრულების გასაფორმებლად.