შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, წარმატებულთა კლუბის ინიციატივით, IBSU-ს მოწვეულმა ლექტორმა გიორგი ბაქრაძემ საჯარო ლექცია გამართა. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია. გიორგი ბაქრაძემ ისაუბრა, როგორც წარმატების მიღწევის გზებზე, ისე სტუდენტებისთვის საინტერესო სხვა თემებზე.