[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

კომპიუტერული მეცნიერება

სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა

მოკლე აღწერა

კომპიუტერული მეცინერების სადოქტორო პროგრამა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კვლევითი გარემოს შექმნას. პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს მიიღონ თანამედროვე განათლება უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით. პროგრამის აკადემიური პერსონალი სრულყოფისა და განვითარების უზრუნველყოფის პარალელურად მუდმივად განაგრძობენ პროფესიულ განვითარებასა და კვლევით მოღვაწეობას შესაბამის სფეროში. ჩვენი მისიაა მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური კადრები და ხელი შევუწყოთ იდეების ჩამოყალიბებას, რომლებიც შექმნიან თანამედროვე სამყაროს ახალ სტანდარტებს.

ძლიერი მხარეები

წლების განმავლობაში ჩვენ განვავითარეთ და გავაძლიერეთ ისეთი დისციპლინების სწავლება, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, კომპიუტერული გრაფიკა, სისტემები და ციფრული ბიბლიოთეკა. ამავდროულად, შევინარჩუნეთ სიღრმისეული ცოდნა ტრადიციულ სფეროებში, როგორიცაა თეორია, პროგრამირების ენები და მეცნიერულ გამოთვლა. ჩვენი სადოქტორო პროგრამა შექმნილია მათთვის, ვინც ისწრაფვის აკადემიური კარიერისკენ.

კარიერული შესაძლებლობები

კომპიუტერული მეცნიერების სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის კარიერული შესაძლებლობები შეიძლება შემდეგ კატერგორიებად დაიყოს:

  1. კვლევა კორპორაციებსა და უნივერსიტეტების ლაბორატორიებში
  2. პროდუქტის განვითარება
  3. სადოქტორო კვლევის საფუძველზე კომპანიის დაარსება
  4. აკადემიური კარიერა – უნივერსიტეტის დონეზე კვლევა/სწავლება
  5. აკადემიური კარიერა – უნივერსიტეტში საბაკალვრო პროგრამაზე სწავლება

კვლევის სფეროები

ჩვენი კვლევის სფერო მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება შემდეგი მიმართულებებით

  1. ალგორითმები
  2. ხელოვნური ინტელექტი
  3. მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციის მართვა
  4. განაწილებული სისტემები და ქსელები
  5. გრაფიკა და ხედვა
  6. მაღალი ხარისხის გამოთვლები
  7. მობილური გამოთვლები
  8. უსაფრთხოება და კრიპტოგრაფია
  9. საინჟინრო პროგრამული უზრუნველყოფა

მიღება

საქართველოს მოქალაქე დოქტორანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება

  1. ინფორმაცია საგანმანათლებლო და პრაქტიკული გამოცდილების შესახებ (რეზიუმე)
  2. მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის ქონა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ან მონათესავე დარგებში
  3. ინგლისურ ენაში B2 დონის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება
  4. საკვლევი თემის პროექტი ინგლისურ ენაზე
  5. გასაუბრება
  6. ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდებიან პირები, რომელთაც ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვთ დამთავრებული უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში მისი ნიშნების საშუალო (GPA) არის სულ მცირე 75 (100-დან) ან 3 (4-დან) ან აქვთ ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL IBT, IELTS და FCE).

უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული
www.iro.ibsu.edu.ge
სწავლების ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 3 წელი, 180 ECTS
მისანიჭებელი ხარისხი: ინჟინერიის დოქტორი ინფორმატიკაში
სწავლის საფასური: 3540 ლარი
სწავლის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის: 7800 ლარი

შეღავათები

  1. -15% დედმამიშვილები ერთი ოჯახიდან.

საკონტაქტო ინფორმაცია

  1. პროგრამის კოორდინატორი: პროფ.დოქტ. ირაკლი როდონაია
  2. პროგრამის თანახელმძღვანელები: დოქტ. ბესიკ დუნდუა, დოქტ. მარინა რაზმაძე
  3. ტელ: (995 32) 259 55 05/06/07 (151)
  4. ელ-ფოსტა:  graduateschool@ibsu.edu.ge