...
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ჯამრთელობა / სპორტი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სპორტს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. უნივერსიტეტის სახელით გუნდები მონაწილეობას იღებენ „საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით ჩატარებულ 20-ზე მეტ სპორტის სახეობაში. სასწავლო წლის პირველ და მეორე სემესტრში უნივერსიტეტში სპორტის 14 მიმდინარეობაში ტარდება ჩემპიონატები. ამასთან, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ნებისმიერ დროს ისარგებლონ სპორტული მოედნითა და ინვენტარით და თავისუფალ დროს ნებისმიერ სპორტულ აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა.

უნივერსიტეტში ტრადიციულად ტარდება I.F.L – იბსუს ფეხბურთის ლიგა, სადაც მონაწილეობას უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ერთი ადმინისტრაციისაგან დაკომპლექტებული გუნდები იღებენ. ლიგის დასრულების შემდეგ კი ტარდება “IBSU-ს თასი”, სადაც ლიგაზე გასული 8 საუკეთესო გუნდი ასპარეზობს.

Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.