[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

შეხვედრა ალესია პარშინასთან Home coming პროექტის ფარგლებში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის მიერ ინიცირებული Home coming პროექტის ფარგლებში, რომელიც IBSU-ს წარმატებულ კურსდამთავრებულთა უნივერსიტეტში დაბრუნებას გულისხმობს,

 16 ნოემბერს, საჯარო ლექცია გაიმართა, რომელსაც ბიზნესის მართვის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ალესია პარშინა გაუძღვა.
საჯარო ლექციის თემა იყო ”საჯარო პოლიტიკის როლი კერძო სექტორის განვითარებაში“. აღნიშნული თემის გარდა, ალისიამ სტუდენტებს თავისი ცხოვრებისეული გამოცდილება გაუზიარა, ასევე, მისცა ზოგადი რჩევები მომავალი წარმატებისა და განვითარებისათვის.