[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ონლაინ ტრენინგი – როგორ შევქმნათ 2022 წლის მარკეტინგული გეგმა ჩვენი ბიზნესისთვის

12.10.2021

19 ოქტომბერს, 18:00 საათზე ონლაინ-ტრენინგი ჩატარდება, სადაც იბსუ-ს აფილირებული პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი კახაბერ ჯაყელი ტრენინგის მონაწილეებს 2022 წლის მარკეტინგულ ტრენდებს გააცნობს.

რატომ უნდა დაესწროთ ტრენინგს?

გაეცნობით 2022 წლის მარკეტინგულ ტრენდებს და მზად იქნებით, გამოიყენოთ  სწრაფად ცვალებადი გარემოს გამოწვევები თქვენი ბიზნესის წარმატებისათვის.

ტრენინგზე გაიგებთ:

  • რა შეცვალა კოვიდმა გაყიდვების სფეროში და როგორ უნდა გავუმკლავდეთ (ბიზნესის მფლობელები) ამ სირთულეებს?
  • რა არის სენსორული მარკეტინგი, რაც გვეხმარება მომხმარებლის მოზიდვაში;
  • რას ნიშნავს „მყუდროება“ ქართულ ბიზნესში;
  • როგორ გადაარჩინოთ საკუთარი ინვესტიციები;
  • როგორ გადაარჩინოთ თქვენი კომპანია დანაკარგებისგან სწრაფად ცვალებად და მენტალურად თავდაყირა დამდგარ სამყაროში;
  • როგორ მოახდინოთ თქვენი კომპანიის მარკეტინგული რე-სტაილინგი;

ტრენინგი მთლიანად ეყრდნობა უახლეს კვლევებს და თავდაყირა დამგარი ბიზნეს გარემოს შესწავლის ახალ გზებს და მეთოდებს.

სპიკერის შესახებ:

კახაბერ ჯაყელი: იბსუ-ს აფილირებული პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ფულბრაიტელი პროფესორი, DAAD-ის 5 გზის სტიპენდიანტი, კენესოუსა (აშშ.) და იელის უნივერსიტეტების (აშშ, კონექტიკუტი, ნიუ ჰეივენი), ლაიბნიცის სახელობის ჰანოვერის უნივერსიტეტის (გერმანია, ქალაქი ჰანოვერი) უნივერსიტეტების ვიზიტორი მკვლევარი, ქართულ-ევროპული მარკეტინგული ასოციაციის აღმასრულებელი ოფიცერი. 65 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. პროფესიონალი მარკეტოლოგი.