მობილობა IBSU-ში
19.07.2017შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა საყურადღებოდ!
მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის (https://students.eqe.ge) და მობილობის საფასურის გადახდის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 25 ივლისის 12:00 სთ-დან 17 აგვისტოს 18:00 სთ-მდე.
სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა: 2017 წლის 23 აგვისტო.
სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში მობილობის მსურველი სტუდენტის შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამოცხადების ვადაა – 2017 წლის 23-24-25 აგვისტო.
მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში რეგისტრაცია დაიწყება 2017 წლის 23 აგვისტოს და გაგრძელდება 6 სექტემბრის ჩათვლით.
რეგისტრაციის გასავლელად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
განცხადება (იწერება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში)
პირადობის/ID ბარათის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული პასპორტი/ბინადრობის ნებართვის ასლი)
ნიშნების ფურცლის დამოწმებული ასლი
ამჟამინდელ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანების (რექტორის) დამოწმებული ასლი
ამჟამინდელ უნივერსიტეტში სტატუსის შეჩერების/აღდგენის/შეწყვეტის ბრძანების (რექტორის) დამოწმებული ასლი (არსებობის შემთხვევაში)
ამჟამინდელ უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის შესახებ ცნობა
საშუალო სკოლის ატესტატის ასლი (ბაკალავრებისთვის)
ბაკალავრის დიპლომის ასლი (მაგისტრებისთვის)
მაგისტრის დიპლომის ასლი (დოქტორანტებისთვის)
ეროვნული გამოცდების/სტუდენტური ბარათის ასლი
წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის)
შენიშვნა: უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში აუცილებელია წარმოადგინოთ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.
ქვემოთ ჩამოთვლილ საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით ჩასარიცხად შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს დადგენილი აქვს მიღების დამატებითი წინაპირობები:
საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი (საბაკალავრო პროგრამა) – მიღება შესაძლებელია 1, 2 და 3 კურსზე; სწავლის საფასური 3 კურსზე ჩარიცხულთათვის შეადგენს 3540 ლარს;
საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი (ინგლისურენოვანი), (საბაკალავრო პროგრამა) – მიღება შესაძლებელია 1, 2 და 3 კურსზე; სწავლის საფასური 3 კურსზე ჩარიცხულთათვის შეადგენს 3960 ლარს;
ტურიზმი (საბაკალავრო პროგრამა) – მიღება შესაძლებელია 1, 2 და 3 კურსზე;
ტურიზმი (ინგლისურენოვანი), (საბაკალავრო პროგრამა) – მიღება შესაძლებელია 1, 2 და 3 კურსზე;
ეკონომიკა (ინგლისურენოვანი), (საბაკალავრო პროგრამა) – მიღება შესაძლებელია 1, 2 და 4 კურსზე; სწავლის საფასური 4 კურსზე ჩარიცხულთათვის შეადგენს 5100 ლარს;
ეკონომიკა (საბაკალავრო პროგრამა) – სწავლის საფასური 4 კურსზე ჩარიცხულთათვის შეადგენს 4680 ლარს;
საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა (საბაკალავრო პროგრამა) – სწავლის საფასური 3 და 4 კურსზე ჩარიცხულთათვის შეადგენს 4680 ლარს;
ინფორმატიკა (საბაკალავრო პროგრამა) – სწავლის საფასური 4 კურსზე ჩარიცხულთათვის შეადგენს 3960 ლარს;
ინფორმატიკა ინგლისურენოვანი), (საბაკალავრო პროგრამა) – სწავლის საფასური 4 კურსზე ჩარიცხულთათვის შეადგენს 4560 ლარს;
ამერიკისმცოდნეობა (ინგლისურენოვანი), (სადოქტორო პროგრამა) – მიღების წინაპირობები იხილეთ მისამართზე: http://ips.ibsu.edu.ge/index.php/en/ph-d-programs/2015-02-12-06-41-36/phd-in-american-studies;
თურქული ფილოლოგია (თურქულენოვანი), (სადოქტორო პროგრამა) – მიღების წინაპირობები იხილეთ მისამართზე: http://ips.ibsu.edu.ge/index.php/en/ph-d-programs/2015-02-12-06-41-36/phd-in-turkish-philology;
განათლების მეცნიერებები (ინგლისურენოვანი), (სადოქტორო პროგრამა) – მიღების წინაპირობები იხილეთ მისამართზე: http://ips.ibsu.edu.ge/index.php/en/ph-d-programs/2015-02-12-06-41-36/phd-in-education-sciences.
მობილობის წესით ჩასარიცხი პირები შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უნდა გამოცხადნენ 2017 წლის 8 სექტემბერს შეთავაზებული პირობების თაობაზე წერილობითი განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) გასაფორმებლად.
მობილობის წესით ჩასარიცხმა პირებმა შესაბამისი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში 2017 წლის 23 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით, 10.00-დან 17.00-მდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
ტელეფონი: 032 2595005/06, შიდა (132); ელ. ფოსტა dmtchedlishvili@ibsu.edu.ge
მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი 13 კმ, #2, თბილისი, 0131