[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ში ინოვაციების ლაბორატორია შეიქმნება

16.07.2015

16 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კომპანია “სინგულარს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 დოკუმენტს ხელი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ, კომპანია ,,სინგულარის“ დირექტორმა აკაკი მელაძემ და შავი ზღვის უნივერსიტეტის კანცლერმა რესულ დიქმენიმ მოაწერეს.
მემორანდუმის საფუძველზე მხარეები ვებ და მობილური პროგრამირების მიმართულებით ინოვაციების ლაბორატორიას და სტარტაპ აქსელერატორს შექმნიან. 
ლაბორატორიის მიზანია მოამზადოს პრაქტიკული ცოდნის მქონე მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებიც შეძლებენ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმებას, ან საკუთარი მაღალტექნოლოგიური ბიზნეს საქმიანობის დაწყებას.
ინოვაციების ლაბორატორია წარმოადგენს პროექტს, რომელიც საგანმანათლებლო სფეროში კომპანიისა და სასწავლო დაწესებულების თანამშრომლობას ითვალისწინებს. ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, მოსწავლეები კი მათი გამოყენებით მუშაობენ ახალი, ინოვაციური პროექტების შექმნასა და განვითარებაზე. ლაბორატორიის პარტნიორი კომპანია კი სასწავლო პროცესებს ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული ამოცანებით უზრუნველყოფს.
პროექტის ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და კომპანია “სინგულართან” თანამშრომლობით შეიქმნება ინოვაციური ლაბორატორია, რომელიც ვებ და მობილურ პროგრამირების მიმართულებით იმუშავებს. ლაბორატორია ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მიერ ინოვაციური პროექტების შემუშავებას. 
გარდა ამისა, უნივერსიტეტისა და სააგენტოს თანამშრომლობით გაიხსნება სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი ახალგაზრდული ინოვაციური ბიზნეს იდეების კონკრეტულ სტარტაპ კომპანიებად ქცევაზე იზრუნებს. აქსელერატორი უზრუნველყოფს ახალგაზრდებს, როგორც სამუშაო სივრცით, ისე ექსპერტული მენტორშიპითა და ტრენინგებით, რაც მნიშვნელოვანია ინოვაციური სტარტაპ იდეების ეფექტურად განვითარებისათვის.
ლაბორატორიის ბაზაზე გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები, სემინარები, მასტერკლასები, ტრენინგები და ახალგაზრდული კონკურსები, მათ შორის ე.წ. ჰაკათონები.
ეს იქნება ინოვაციების რიგით მეექვსე ლაბორატორია, რომელიც სააგენტოს ხელშეწყობით შეიქმნება.