[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

”IBSU-ს სასკოლო ოლიმპიადა 2016-ის” გამარჯვებულთა დაჯილდოვება

04.04.2016

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ''IBSU-ს სასკოლო ოლიმპიადა 2016-ის'' გამარჯვებულებს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, 350-მდე პრიოზიორს საჩუქრები და სასწავლო ვაუჩერები გადაეცა.

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ:

I ადგილი – Ipad-ით და IBSU-ს 100%-ი სასწავლო გრანტით;

II და III ადგილი – უახლესი მოდელის ტელეფონით, Kindle-ითა და IBSU-ს 75%-იანი სასწავლო გრანტით;

IV-X ადგილები – IBSU-ს 50%-ნი სასწავლო გრანტით;

XI-XXV ადგილები – IBSU-ს 20 %-ნი სასწავლო გრანტით.

IBSU-ს სასკოლო ოლიმპიადა ტრადიციულია და მსურველებს სასწავლო გრანტისა და პრიზების მოპოვების შესაძლებლობა მომავალშიც ექნებათ.