[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

მერსი ტემბონის საჯარო ლექცია IBSU-ში

13.04.2017

12 აპრილს, ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონს უმასპინძლა. ქალბატონმა ტემბონმა სტუდენტებთან ისაუბრა მსოფლიო ბანკის მნიშვნელობაზე მსოფლიოსა და საქართველოში და იმ გამოწვევებზე რომელთა წინაშეც დგას მსოფლიო ბანკის გუნდი.

ქალბატონი ტემბონი, წარმოშობით კამერუნიდანაა, ბანკს 2000 წელს შეუერთდა როგორც განათლების სპეციალისტი აფრიკის რეგიონის მოსახლეობის განვითარების დეპარტამენტში. მას დოქტორის ხარისხი მინიჭებული აქვს განათლების ეკონომიკაში ლონდონის უნივერსიტეტიდან. მის ტემბონი არის მრავალი პუბლიკაციის ავტორი მათ შორის „გოგონათა განვითარება 21-ე საუკუნეში: გენდერული თანასწორობა“, „ეკონომიკური ზრდის გაძლიერება“ 2008 წლის ივლისში, მისი უახლესი პუბლიკაციაა: „დაკარგული გოგონები სამხრეთ კავკასიაში“, რომელიც გამოქვეყნდა 2015 წლის აპრილში.

 დაგროვილი აქვს გამოცდილება, როგორც სხვადასხვა რეგიონში ადამიანური რესურსების განვითარებაში, ასევე ტექნიკურ და ადმინისტრაციულ პოზიციებზე აფრიკის რეგიონში. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს კლიენტებთან ურთიერთობას ქვეყნის სტრატეგიული პროგრამების დაგეგმარებასა და ეფექტური პარტნიორობის განვითარებაში. მას ეკავა ისეთი წამყვანი პოზიციები, როგორიცაა: ქვეყნის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი ტანზანიაში და ქვეყნის მენეჯერი ბურკინა ფასოში.