[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

”აჭარაჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი IBSU-ში

30.05.2017

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით იბსუს “აჭარაჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია ესტუმრა. სტუმარმა სტუდენტებთან კორპორაციულ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა და ''აჭარაჯგუფის” სასტუმროების ქსელის გამოცდილება გაუზიარა.

აჭარა ჯგუფის ჰოსპიტალიტის მიმართულება არის მსხვილი და სწრაფად მზარდი კომპანია, როგორც რაოდენობრივი ასევე ხარისხობრივი მაჩვენებლებით, ჰოსპიტალიტის სექტორში საქართველოში. დღესდღეობით კომპანია მართავს 3 სასტუმროს – რუმს თბილისი, რუმს ყაზბეგი, ჰოლიდეი ინ- და ერთ ჰოსტელს- ფაბრიკა თბილისი. კომპანიას დასაქმებული ჰყავს 1200-ზე მეტი თანამშრომელი. 2016 წლის ბოლოს კომპანიამ გახსნა “ავიატორი” – პირველი ქართული ავიაკომპანია რომელიც მომხმარებელს საჰაერო ტაქსის სერვისს სთავაზობს.