[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU ბლოგი

17.04.2024

ბექა რაზმაძე | ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი

გაიცანით ბექა რაზმაძე, რომელიც IBSU-ს ორმაგი ხარისხის დიპლომის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის “მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერება” სტუდენტია და პროგრამის ფარგლებში ერთი სემესტრი ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში სწავლობდა.

“IBSU-მ მომცა საშუალება პროგრამის ნაწილი უცხოეთში – გერმანიაში გამევლო, რაც ჩემი დიდი ხნის სურვილი იყო. ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში სწავლა ჩემთვის იყო საინტერესო გამოცდილება, რადგან შვიდ სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან ერთად ვეუფლებოდი პროფესიას, აგრეთვე ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენი ქვეყნის განათლებას, კულტურას, ტრადიციებს. ორმაგი ხარისხის დიპლომის სამაგისტრო პროგრამა კი კარგი შესაძლებლობაა ცოდნის არეალი გავაფართოვო და IBSU-ს დიპლომის გარდა მივიღო ცვიკაუს უნივერსიტეტის დიპლომიც, რომელსაც გამოვიყენებ დღევანდელ კონკურენტულ გარემოში.”