[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU ბლოგი

25.12.2023

ვიკა შევერდაშვილი | ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი

გაიცანით IBSU-ს სტუდენტი ვიკა შევერდაშვილი, რომელიც გაცვლითი პროგრამით ცვიკაუში იმყოფება.

“იმ წლებიდან, როდესაც უნივერსიტეტზე ფიქრი დავიწყე, მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი IBSU-ს სტუდენტი გავმხდარიყავი. სხვა უნივერსიტეტი არც კი მიმითითებია სასურველი უნივერსიტეტების სიაში. ახლაც მახსოვს ემოცია, რომელიც ჩარიცხვის მომენტში განვიცადე. ემოცია, რომელიც უკავშირდებოდა ჩემი მიზნისაკენ სწრაფვას და ვფიქრობ, ჩემი გადაწყვეტილება, რომ გავმხდარიყავი IBSU-ს ოჯახის წევრი იყო ყველაზე სწორად გადადგმული ნაბიჯი ჩემს ცხოვრებაში.

სტუდენტობის პირველივე წლიდან მიზნად დავისახე მესარგებლა ყველაზე დიდი შანსით, რომელსაც IBSU ყველა მის მოტივირებულ და მიზანდასახულ სტუდენტს სთავაზობს. ეს იყო გაცვლითი პროგრამით სარგებლობა და ახლა უკვე ამ მიზანსაც მიღწეული ჩემს შთაბეჭდილებას გიზიარებთ გერმანიის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქიდან, ცვიკაუდან.

მადლობა IBSU-ს, რომ მომცა საშუალება სრული დაფინანსებით მესწავლა ცვიკაუს​ გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, მეძებნა ახალი თავგადასავლები, შევხვედროდი ბევრ საინტერესო პიროვნებას, აღმომეჩინა სამყაროს სხვადასხვა ქვეყნის კულტურა, მიმეღო განათლება, იქ და იმ ადგილას, რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი, და ეს ყველაფერი არ არის, ყველაფერი ხომ ჯერ კიდევ წინ არის.

ყველას, ვინც ახლა ირჩევთ თქვენი ცხოვრების გზას და დგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯს თქვენს ცხოვრებაში, აუცილებლად გირჩევთ გახდეთ IBSU-ს ერთი დიდი ოჯახის წევრი და გამოიყენოთ ყველა შანსი, რომელსაც გთავაზობთ ჩემი, თქვენი და ჩვენი უნივერსიტეტი.”