[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU ბლოგი

12.03.2024

#Erasmus Student: მარიამ ცისკაძე | პოლონეთი

გაიცანით IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი მარიამ ცისკაძე, რომელიც გაცვლითი პროგრამით პოლონეთში იმყოფებოდა.

“სტუდენტური ცხოვრების დაწყებისთანავე მიზნად დავისახე საზღვარგარეთ სწავლა. ამ მიზნის მისაღწევად კი ბევრი შრომის გაწვა დამჭირდა. ერაზმუსის გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია მივიღე IBSU-ს აკადემიური პერსონალისგან და გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება. შერჩევის ეტაპი იყო საკმაოდ კომპლექსური, სადაც დიდი ყურადღება ექცეოდა როგორც სტუდენტის აკადემიურ მოსწრებას, ასევე მის უნარ-ჩვევებს და არაფორმალურ განათლებას.

ვინაიდან გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას იღებდა არაერთი სტუდენტი, კონკურენცია იყო საკმაოდ მაღალი, თუმცა შევძელი ამ ეტაპების წარმატებით გადალახვა, ერაზმუსის სტიპენდიის მოპოვება და სწავლის გაგრძელება ევროპაში, სრულიად უფასოდ.

IBSU დამეხმარა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში და დიდი წვლილი შეიტანა ჩემი, როგორც სტუდენტის თვითრეალიზების საკითხში. IBSU-ს აკადემიური პერსონალი ყოველთვის მზად იყო დამხმარებოდა პროგრამისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოძიებაში და მასთან დაკავშირებულ საკითხებში.

ერაზმუსის გაცვლითი პროგრამა იყო ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი და მნიშვნელოვანი და, ამასთანავე, სასიამოვნო გამოწვევა. უცხო ქვეყანაში სწავლა და ცხოვრება თავისთავად უკავშირდებოდა გარკვეულ სირთულეებს, თუმცა მეგობრული გარემო, რომელიც უნივერსიტეტში დამხვდა დამეხმარა ამ სირთულეების გადალახვაში. სასწავლო პროცესი და სტუდენტური ცხოვრება იყო საკმაოდ მრავალფეროვანი, დატვირთული და საინტერესო.

საზღვარგარეთ სწავლა დამეხმარა ნათლად დამენახა ის განსხვავებები, რაც არსებობს ქართულ და ევროპულ განათლების სისტემებს შორის, ხოლო პროგრამის დასრულების შემდეგ სრულიად დავრწმუნდი, რომ სწავლის გაგრძელება ევროპაში მსურს და ამისათვის ჩემს რესურსებს მაქსიმალურად გამოვიყენებ. ყველა სტუდენტს, ვისაც სურს სწავლა საზღვარგარეთ, ვურჩევდი, რომ ყოველთვის იყვნენ მოტივირებულნი და გააკეთო საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმი.”