[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU ბლოგი

10.04.2024

#ErasmusStudent: მარიამ მეხრიშვილი | პოლონეთი

გაიცანით IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი მარიამ მეხრიშვილი, რომელიც გაცვლითი პროგრამით პოლონეთში იმყოფებოდა.

 “ერაზმუსის პროგრამაში მონაწილეობა ჩემთვის არ ყოფილა მოულოდნელი. ბავშვობიდან ვოცნებობდი გაცვლით პროგრამაში მონაწილეობასა და ამ გამოცდილების მიღებაზე. IBSU-მ მომცა სათანადო ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომ მონაწილეობა მიმეღო ერაზმუსის გაცვლით პროგრამაში და დასახული მიზნისთვის მიმეღწია.

მოგეხსენებათ ყველაფერი ოცნებით იწყება. ამას კი ამ ოცნებისთვის ბრძოლა მოსდევს. სწორედ ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. საკმაოდ პატარა ასაკიდან დავისახე მიზნად, რომ გაცვლითი პროგრამის მონაწილე უნდა ვყოფილიყავი და ამ მიზანს ბევრი შრომის შედეგად მაინც მივაღწიე. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესში ბევრი ბარიერი იყო, და ერთ-ერთი დიდი ბარიერი ჩემთვის პანდემია აღმოჩნდა, რამაც თითქმის გადამიწურა იმედები, მაინც გავაგზავნე შესაბამისი დოკუმენტები და მიზანს მივაღწიე.

რა თქმა უნდა, არც ამ პროგრამაში მონაწილეობა არ იყო მარტივი, ვინაიდან მთლიანი პროცესი საკმაოდ დამღლელი და სტრესული აღმოჩნდა. IBSU ამ დროს ძალიან დამეხმარა. როგორც გამოუცდელი სტუდენტი, რომელსაც არაფერი გაეგებოდა ამ პროცესების შესახებ, უნივერსიტეტი სრულიად მხარში დამიდგა და პროცესი საკმაოდ გამიმარტივა. მიუხედავად ყველაფრისა, თავიდანვე ვიცოდი რომ ჩემთვის ეს ყველაფერი დიდი გამოცდილების მომტანი იქნებოდა და ასეც აღმოჩნდა. პირველ რიგში იმიტომ რომ ვისწავლე სირთულეებთან ბრძოლა, საკუთარი თავის განვითარება და პრიორიტეტების გადახარისხება. ამ ყველაფრის კეთება დამოუკიდებლად მომიწია, რამაც ცხოვრებისეულად გამზარდა და გამაძლიერა. ამ ყველაფერთან ერთად, დარწმუნებული ვარ ჩემს კარირეულ წინსვლაში ეს გამოცდილება უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს. ვფიქრობ, ამ პროგრამამ საკმაოდ განმავითარა და დამარწმუნა იმაში, რომ ახალ გამოწვევებს უარი არასდროს უნდა უთხრა.”