[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU ბლოგი

24.01.2022

მზიკო კვინიკაძე

“გამარჯობა, მე ვარ მზიკო კვინიკაძე , დავამთავრე ხაშურის მე-3 საჯარო სკოლა. ამჟამად ვარ საჯარო ადმინისტრირების და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი. IBSU-ში ჩაბარება ჩემთვის ასოცირებული იყო საერთაშორისო განათლებასთან, დაუსრულებელ შესაძლებლობებსა და მუდმივ სიახლეებთან.

 

 

 

 

ახლა მონაწილეობას ვიღებ ევროპის სოლიდარობის კორპუსის მიერ ორგანიზებულ პროექტში  სხვადასხვა ქვეყნის 15 სტუდენტთან ერთად. ჩვენ,  ერასმუსის დღეების ფარგლებში,  წარვადგინეთ საკუთარი ქვეყნის კულტურა და ისტორია, ასევე ჩვენი უნივერსიტეტებიც. ყოველივე ამან უდიდესი მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოებისაგან.

 

 

 

 

 

 

 

ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ეს შესაძლებლობა, რადგან ახალ გარემოსთან და ადამიანებთან ადაპტირება ჩემს მომავალ პროფესიულ და პიროვნულ ზრდას ძალიან დაეხმარება. ჩვენ ასევე აქტიურად ვმონაწილეობთ საუნივერსიტეტო და მოხალისეობრივ საქმიანობებში. მინდა ავღნიშნო, რომ თურქეთის მოქალაქეები დიდ სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავენ საქართველოსადმი. ლექტორებმა ბევრი რამ იციან ჩვენს ისტორიასა და კულტურაზე და მოხარულები არიან მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლის იქ ყოფნით.

 

 

 

 

 

 

 

ჩემთვის გასაოცარია ანკარის უძველესი და ისტორიული უნივერსიტეტები, რომლებიც რეგიონში მოწინავენი არიან და ტექნოლოგიურადაც კარგად არიან აღჭურვილნი, გარემო, ლექტორებისა და სტუდენტების დამოკიდებულება სრულიად შთამბეჭდავია ჩემთვის. ვფიქრობ, ეს მხოლოდ დასაწყისია და მზად ვარ ჩემი ქვეყნის და უნივერსიტეტის წარმოსაჩენად კვლავ გავაგრძელო საერთაშორისო შესაძლებლობების ძიება.”