[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ბიზნეს ინკუბატორის IBSU Idea Lab ფინალური ეტაპი

29.12.2015

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბიზნეს ინკუბატორი IBSU Idea Lab-ის დაჯილდოვება გაიმართა. IBSU Idea Labეს არის სტუდენტური სტარტაპების პროექტი, რომელიც ბიზნესის მართვის ფაკულტეტისა და ახალგაზრდა მეწარმეთა ასოციაციის ინციატივით შავი ზღვის უნივერსიტეტის ბაზაზე 2014 წლიდან ხორციელდება.

წელს პროქტი ფარგლებში სხვადსხვა კომპანიის 20-მდე მენტორმა მონაწილე სტუდენტებს სპეციალური სესიები და ტრეინინგები ჩაუტარეს. საბოლოო ჯამში 18 დარეგისტრირებული გუნდიდან 8 გუნდმა შეძლო იდეის პროტოტიპამდე მიყვანა და მზად არიან რელური ბიზნესის დასაწყებად.

28 დეკემბერს კომპეტენტურმა ჟიურიმ ფინალურ ეტაპამდე მისული 8 გუნდი შეაფასა. გამოვლინდა 3 სტარტაპ იდეა რომლებმაც საპრიზო ადგილები დაიკავეს:

1 ადგილი – vector.ge

2 ადგილი – gift-X

3 ადგილი – TripChallenge

 

პირველი ადგილის მფლობელი გუნდი, რომლის შემადგენლობაში შედიან ბიზნესის მართვის ფაკულტეტის პირველკურსელები ურგა კუპრაშვილი და არჩილ ბარბაქაძე გაემგზავრებიან ბუდაპეშტში, სადაც მათი ბიზნეს მოდელის მსგავს სტარტაპების წარმომადგენლებს შეხვდებიან და უცხოელი პარტნიორებისაგან მიიღებენ იმ საჭირო გამოცდილებას, რომელიც იდეის დახვეწასა და შემდგომ განვითარებაში  დაეხმარებათ.