[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

ბიზნეს ინკუბატორი – IBSU – Idea Lab

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა პროექტის ბიზნეს
– ინკუბატორი IBSU – Idea Lab -ის პრეზენტაცია გამართა.

ბიზნეს ინკუბატორი – IBSU – Idea Lab არის ექსპერიმენტული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებში ინოვაციური ბიზნეს-იდეების გენერირებას, განვითარებასა და პრაქტიკულ განხორციელებას. პროექტში მონაწილე სტუდენტებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და სემინარები, რომლებიც საკუთარი ბიზნეს-იდეის სრულყოფაში
დაეხმარებათ. ინკუბატორის ფარგლებში სტუდენტები,
ასევე,
შეხვდებიან შესაბამისი დარგების წამყვან სპეციალისტებს და კონკრეტული ბიზნეს იდეების რეალიზებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ რჩევებსა და შენიშვნებს
მათგან მოისმენენ.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი სექტორების სტუდენტებს. რეგისტრაცია 5 დეკემბრამდე გრძლედება.