[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის III ოლიმპიადა ინფორმატიკაში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ინფორმატიკაშისაქართველოს მოსწავლეთა ზამთრის III ოლიმპიადას უმასპინძლა.

ოლიმპიადა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადების ფორმატითჩატარდა. მასში მონაწილეობა საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეების გარდა  იმ ახალგაზრდებმამიიღეს, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 20 წელი და არ არიან რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები.

ოლიმპიადა ჩატარდა სამ ასაკობრივ ჯგუფში: მე-8 კლასამდე, მე-9 – მე-10 და მე-11 – მე-12 კლასელი მოსწავლეებისათვის და აბიტურიენტებისათვის.

ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის, ქუთაისის და ბათუმის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებმა.

 უმცროს ასაკობრივ ჯგუფში ოლიმპიადის გამარჯვებულები გახდნენ  – ნიკოლოზ ბირკაძე, თოლორაია თემურ  და  ფირცხელანი  თომა . საშუალო ასაკობრივ ჯგუფში-  სანდრო ხოხიაშვილი, ვანოგამეზარდაშვილი დაგიორგი კლდიაშვილი.

 

 

 ხოლო უფროს ასაკობრივ ჯგუფში კი – გიორგი სხირტლაძე, თემურ მიქავა და ბაკურ ცუცხაშვილი. პირველ 10 ადგილზე გასულ მოსწავლეებს  სპეციალური პრიზებიგადაეცათ.