[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის III ოლიმპიადა ინფორმატიკაში – პროგრამა

10.02.2016
2016 წლის 20 თებერვალს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის მე-3 ოლიმპიადა ჩატარდება ინფორმატიკაში, რომლის ორგანიზატორები

 IBSU-ს კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტი და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებისა და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაციაა.
ოლიმპიადა ჩატარდება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადების ფორმატით და მასში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს. ასევე, იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 20 წელი და არ არიან რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მინიმალური მოთხოვნაა დაპროგრამების რომელიმე ენის (Free pascal, C++) ცოდნა.

ოლიმპიადა ჩატარდება სამ ასაკობრივ ჯგუფში: VIII კლასამდე, IX–X და XI-XII კლასელი მოსწავლეებისათვის. სამივე ჯგუფში მონაწილეებს ამოსახსნელად მიეცემათ 3-3 ამოცანა და სამუშაო დრო 4 საათი.
სამივე ასაკობრივ ჯგუფში, გამარჯვებულებს გარდა შესაბამისი დამადასტურებელი ოფიციალური დიპლომებისა, გადაეცემათ ფულადი პრემიები და ფასიანი საჩუქრები.

ოლიმპიადის მოკლე პროგრამა:
09:30 – 10:00 – მონაწილეთა რეგისტრაცია
10:00 – 10:30 – ოლიმპიადის გახსნა 
10:30 – 11:00 – საცდელი ტური 
11:00 – 15:00 – ოლიმპიადის ძირითადი ტური
15:00 – 16:00 – ტურზე წარმოდგენილი ამოცანების გარჩევა
16:00 – 17:00 – ოლიმპიადის დახურვა

** ოლიმპიადაში მონაწილეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა , ხოლო არსრულწლოვნებს უნდა ახლდეთ მშობელი.

საკონტაქტო პირი:
გიორგი მანდარია, მობილური: 599 42 92 34

სარეგისტრაციო ფორმაhttps://docs.google.com/a/ibsu.edu.ge/forms/d/1nkNrPllEsfP7DeiVI7BqjxCyZt6lCGYvCm9k6AMocLk/viewform?c=0&w=1