ვაკანსიები
21.08.2014
შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსსაკადემიური თანამდებობების დასაკავებლად(ასოცირებულიპროფესორი5, ასისტენტპროფესორი4წლის ვადით) შემდეგ მიმართულება/დარგი/ქვედარგში:
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: საერთაშორისო ურთიერთობები:ასოცირებულიპროფესორი (1 ადგილი)ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამა
ბიზნესის მართვის ფაკულტეტი: საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი: ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამა: ასოცირებული პროფესორი(1 ადგილი), ასისტენტ პროფესორი(1 ადგილი);
მარკეტინგი: ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამა:ასოცირებული პროფესორი (2 ადგილი); ასისტენტ პროფესორი (1 ადგილი)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ასოცირებული პროფესორი: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (შესაბამის მიმართულება/დარგში); სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; ქართული და ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე; უნივერსიტეტის დებულებით დადგენილი სხვა მოთხოვნები (იხ. უნივერსიტეტის ვებ გვერდზე).
ასისტენტ პროფესორი: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (შესაბამის მიმართულება/დარგში); ქართული და ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე; უნივერსიტეტის დებულებით დადგენილი სხვა მოთხოვნები.(იხ. უნივერსიტეტის ვებ გვერდზე).
შეიძლება პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დაკავება. ამ შემთხვევაში: კანდიდატი უნდა ფლობდეს სხვა მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს; გააჩნდეს გამოცხადებული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა მოიცავდეს მენეჯერულ პოზიციას) ასისტენტ-პროფესორისათვის სულ მცირე 5 წელი, ასოცირებული პროფესორისათვის სულ მცირე 7 წელი; ჰქონდეს ბოლო 5 წლის განმავლობაში პუბლიკაციები შესაბამისი მიმართულებით (ასისტენტ-პროფესორისათვის სულ მცირე 1 პუბლიკაცია, ასოცირებულიპროფესორისათვის სულ მცირე 2 პუბლიკაცია) და/ან დარგის შესაბამისი სპეციალური მომზადება.
შეფასება ხორციელდება კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ანგარიშით ბოლო 5 წლის განმავლობაში მისი სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის შესახებ. (იხილეთ შესაბამისი ფორმა უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე).
კონკურსის დამატებითი პირობაა შერჩეულმა კანდიდატებმა აფილირების შეთანხმება გააფორმონ უნივერსიტეტთან.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს განაცხადის ფორმა თანდართული დოკუმენტაციით (იხილეთ დოკუმენტების ჩამონათვალი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე)
დაინტერესებულმა პირებმა საჭირო დოკუმენტები (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით) უნდა წარმოადგინონ 2019 წლის 19-23 აგვისტოს პერიოდში (14:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე) შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცელარიისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში.
კომისია უფლებამოსილია კანდიდატს მოსთხოვოს საცდელი ლექციის ჩატარება.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.ibsu.edu.ge
საკონტაქტო ტელეფონი: 2595005 (131/132), ელ. ფოსტა: hr@ibsu.edu.ge
მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, #2.