
IBSU-ს ჟურნალისტიკის სკოლა მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის აცხადებს 4-დღიან უფასო ტრენინგს 18,19, 25 და 26 მარტს.
ტრენინგის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან ისეთ საბაზისო საკითხებს, როგორებიცაა:
- ჟურნალისტიკა, როგორც პროფესია;
- ჟურნალისტიკის ეთიკის საკითხები;
- ახალი ამბებისა და ინტერვიუს მომზადება;
- ფოტოგადაღების საფუძვლები;
- ვიდეო კამერასთან მუშაობის პრინციპები;
- ინფორმაციის გადამოწმების ხერხები.
ტრენინგს ჩაატარებენ ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ლექტორები.
ტრენინგის დასასრულს გაიცემა სერტიფიკატი, რომელიც 𝗜𝗕𝗦𝗨-ში ჩაბარების შემთხვევაში აბიტურიენტს სწავლის 10%-ს დაუფინანსებს.