[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

“ჟურნალისტური საქმიანობის პროფესიული თვითრეგულირება საქართველოში”

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიაკლუბის მოწვევით შეხვედრა გაიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელ დირექტორ ნატა ძველიშვილთან და პროექტ "მედიაჩეკერის" რედაქტორ სალომე აჩბასთან.

შეხვედრის თემა "ჟურნალისტური საქმიანობის პროფესიული თვითრეგულირება საქართველოში".

სტუმრები საუბარში შეეხნენ ქარტიის საქმიანობის სპეციფიკას, გახმაურებულ საქმეებს, რომელზეც ქარტიამ რეაგირება მოახდინა და ასევე, მედია სივრცის ჯანსაღი განვითარებისთვის სამოქალაქო ჩართულობის აუცილებლობას.

აღსანიშნავია, რომ IBSU-ს ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტები ქარტიის მორიგ საქმის განხილვას დაესწრებიან.