[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ეროვნული შეჯიბრის წესები იმიტირებულ სასამართლო პროცესებში სისხლის, სამოქალაქო და კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

მუხლი 1შეჯიბრების მიზანი

ეროვნული შეჯიბრი სამოქალაქო, სისხლის და კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით მიზნად ისახავს:

  • სამოქალაქო, სისხლის და კონსტიტუციური სამართლის სფეროში სტუდენტების ცოდნის გაღრმავებას;
  • სასამართლოთა გადაწყვეტილებების პოპულარიზაციას;
  • სტუდენტებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

მუხლი 2  შეჯიბრების ორგანიზება

    1. შეჯიბრს ორგანიზებას უწევს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი;
    2. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი პასუხისმგებელია შეჯიბრის ადმინისტრაციულ მხარეზე;
    3. შეჯიბრის ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი იწვევს ექსპერტთა ჯგუფს. ექსპერტთა ჯგუფის მიერ ხდება:
  • აპლიკაციების საფუძველზე გუნდების შერჩევა;
  • შეჯიბრის კაზუსების მომზადება.

მუხლი 3 შეჯიბრში მონაწილეობა

    1. შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატის III, IV კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ სისხლის სამართლის პროცესი, სამოქალაქო სამართლის პროცესი და ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.
    2. შეჯიბრში მონაწილეობისთვის უნდა შეიქნმას არაუმეტეს ოთხკაციანი გუნდი. გუნდის წევრები უნდა წარმოადგენდნენ ერთ სასწავლო დაწესებულებას.
    3. შეჯიბრში თითოეული მიმართულების მიხედვით მონაწილეობა შეუძლია ერთი უმაღლესი დაწესებულებიდან თითო გუნდს.

მუხლი 4 – შეჯიბრის ეტაპები  

    1. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი ავრცელებს ინფორმაციას შეჯიბრის ჩატარების თარიღებისა და წესების შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე დაინტერესებული გუნდები გადიან რეგისტრაციას;
    2. შეჯიბრი შედგება სამი ეტაპისგან:
  • რეგისტრაცია, როდესაც გუნდები ავსებენ განაცხადს და ამით გამოხატავენ შეჯიბრში მონაწილეობის სურვილს;
  • შესარჩევი ეტაპი, როდესაც გუნდებმა უნდა მოამზადონ სამოქალაქო სარჩელი და სარჩელზე შესაგებელი სამართლებრივ კაზუსთან დაკავშირებით; სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება და დაცვითი სიტყვა; საკონსტიტუციო სარჩელი და შესაგებელი სამართლებრივ კაზუსზე;
  • შეჯიბრება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ შერჩეული გუნდები.

მუხლი 5 – შესარჩევი ეტაპი

    1. გუნდებს, რომლებმაც გამოხატეს შეჯიბრში მონაწილეობის სურვილი და აკმაყოფილებენ შეჯიბრში მონაწილეობისათვის დადგენილ პირობებს, შზსუ-ს სამართლის ფაკულტეტი წინასწარ გადასცემს (ელ.ფოსტით საშუალებით უგზავნის) სამართლებრივ კაზუსს, რომლის საფუძველზეც გუნდები განსაზღვრულ ვადაში ამზადებენ სამოქალაქო სარჩელს და სარჩელზე შესაგებელს სამართლებრივ კაზუსზე; სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებას და დაცვით სიტყვას; საკონსტიტუციო სარჩელსა და შესაგებელს.
    2. გუნდების მიერ მომზადებული საპროცესო დოკუმენტების საფუძველზე ექსპერტთა ჯგუფი თითოეულ მიმართულებაზე შეარჩევს არაუმეტეს რვა საუკეთესო გუნდს (თითო უნივერსიტეტიდან თითო გუნდი), რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ შეჯიბრში.

მუხლი 6 – შეჯიბრის წინა პერიოდი

    1. შერჩეული გუნდები ვალდებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ შეჯიბრში;
    2. შერჩეულ გუნდებს წინასწარ ეცნობებათ შეჯიბრის თარიღის შესახებ;
    3. შეჯიბრამდე ერთი დღით ადრე წილისყრით შეირჩევა მოწინააღმდეგე გუნდების ვინაობა და გუნდებს გადაეგზავნებათ მოწინააღმდეგე გუნდების მიერ მომზადებული მასალა.

მუხლი 7 – ეროვნული შეჯიბრი

    1. შეჯიბრის ფარგლებში თითოეული გუნდი მონაწილეობას მიიღებს ერთ იმიტირებულ პროცესში.
    2. ჟიურის მიერ დაწერილი ქულების მიხედვით გამოვლინდებიან გამარჯვებულები ყველა მიმართულებით.

მუხლი 8 – შეჯიბრის ჟიური  

    1. ჟიური შედგება ექსპერტთა ჯგუფისგან, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები, პროფესორები, იურისტები და პრაქტიკოსი სპეციალისტები.
    2. ჟიურის წევრები წარმოდგენილნი იქნებიან სასამართლო კოლეგიის სახით. ისინი შეაფასებენ კონკურსის მონაწილეებს და გამოავლენენ საუკეთესო გუნდს.

მუხლი 9 – გუნდების შეფასების კრიტერიუმები

ჟიურის მიერ გუნდების შეფასება ხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

– სამოქალაქო, სისხლის, საკონსტიტუციო სამართლის ცოდნა;

  • ანალიზისა და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • გუნდების ზოგადი მომზადება;
  • გუნდური თამაში;
  • შეჯიბრის პერიოდში დაკისრებული როლის წარმატებით შესრულება.

შეფასების ფორმას შეიმუშავებს პროექტის ხელმძღვანელი.

თითო მიმართულებიდან გამოვლინდება ერთი გამარჯვებული გუნდი, რომელსაც გადაეცემა ფულადი პრიზი.

საკონტაქტო პირები:

თამარ ხუბულური – პროექტის ხელმძღვანელი –  tako_khubuluri@yahoo.com, ტელ: +995 551 53 22 72

ანა ცანავა – პროექტის ასისტენტი – +995 322 595050 შიდა ნომერი 164