[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

საუნივერსიტეტო ცხოვრება

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

შზსუ-ს საუნივერსიტეტო კამპუსი ქალაქის ხმაურისგან მოშორებით მდებარეობს, რაც სტუდენტებს სასიამოვნო ატმოსფეროში სწავლის შესაძლებლობას აძლევს. შექმნილია ყველა პირობა, რათა ჩამოყალიბდეს მულტიკულტურული გარემო უცხოელ და ადგილობრივ სტუდენტებს შორის მეგობრული ურთიერთობებისთვის. სტუდენტთა უსაფრთხოება დაცულია 24 საათის განმავლობაში. ჩვენი კამპუსი საუკეთესო ადგილია მსგავსი ინტერესებისა და მიზნების სტუდენტების შესახვედრად, ისეთი მეგობრული კავშირების შესაძენად, რომელიც უნივერსიტეტში გატარებული წლების შემდეგაც გაგყვებათ. უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად არის მორგებული სტუდენტების აკადემიურ ინტერესებზე, ჰობიზე, ინდივიდუალურ პრიორიტეტებსა და ცხოვრების სტილზე. კამპუსში ფუნქციონირებს სასადილო, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასები, სამედიცინო პუნქტი, სპორტული მოედნები და ა.შ.

ჩვენი საუნივერსიტეტო ცხოვრება ძალიან დინამიურად ვითარდება. მოქმედებს სტუდენტური კლუბები და ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობასაც სტუდენტები დამოუკიდებლად უძღვებიან, ასევე ჩართული არიან სხვადასხვა მოხალისეობრივ აქტივობებში. უნივერსიტეტის აკადემიური ცხოვრება მჭირდოდ არის დაკავშირებული საუნივერსიტეტო საქმიანობასთან, რაც სტუდენტთა ლიდერული პოტენციალის გამოვლენისა და მისი განვითარების საშუალებას გვაძლებს.