შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს და სერტიფიკატები გადასცეს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა – უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ, სამართლის ფაკულტეტის დეკანმა ეკატერინე ბაკარაძემ და სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის ადმინისტრატორმა ვახტანგ ჟვანიამ.