[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალური შეჯიბრების გამარჯვებულია

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

IBSU-ს გუნდი ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალური შეჯიბრების გამარჯვებულია.

სტუდენტური კონკურსის ფინალში მონაწილეობა საუკეთესო შედეგის მქონე რვა გუნდმა მიიღო. შეჯიბრების გამარჯვებული გახდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი თამარ ბლიაძის, მარიამ მღებრიშვილის, მანანა გაჩეჩილაძისა და ბიჭიკო დეკანოიას შემადგენლობით; იმიტირებული პროცესის საუკეთესო გამომსვლელად კი მარიამ მღებრიშვილი დასახელდა. IBSU-ს გუნდს ხელმძღვანელობდა პროფესორი დავით გეფერიძე.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები – სასწავლო ლიტერატურა ევროკავშირის სამართლის შესახებ გადასცა; კონკურსის ყველა მონაწილემ კი, სპეციალური სერტიფიკატი მიიღო.

ევროკავშირის სამართალში სტუდენტური კონკურსის დასკვნითი ეტაპი სიმბოლურად ევროპის დღეების ფარგლებში ჩატარდა.

იმიტირებული პროცესი იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით ყოველწლიურად ტარდება. მისი მიზანი სტუდენტებს შორის ევროკავშირის სამართლის პოპულარიზაცია და ევროინტეგრაციის პროცესისადმი ინტერესის გაზრდაა. კონკურსის ფარგლებში სტუდენტები იღრმავებენ ცოდნას, ესწრებიან სპეციალურ ტრენინგებს ევროკავშირის სამართალში, ასრულებენ წერით დავალებებს. აღსანიშნავია, რომ წელს კონკურსზე ყველაზე მეტი მონაწილე – 53 გუნდი და 169 სტუდენტი დარეგისტრირდა.

სტუდენტური შეჯიბრება იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და ევროკავშირის პროექტ „Facility for AA Implementation II“-ის მხარდაჭერით ჩატარდა.