[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU-ს სამართლის ფაკულტეტმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტთან თანამშრომლობით უმასპინძლა საერთაშორისო სიმპოზიუმს „ეკონომიკური დანაშაული ევროკავშირსა და საქართველოში“

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტთან თანამშრომლობით, IBSU-ს კამპუსში უმასპინძლა საერთაშორისო სიმპოზიუმს „ეკონომიკური დანაშაული ევროკავშირსა და საქართველოში“.

სიმპოზიუმი გახსნა უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ქეთევან ქოქრაშვილმა. იგი მიესალმა სიმპოზიუმის მონაწილეებს და ისაუბრა სიმპოზიუმის გამორჩეულ მნიშვნელობაზე ეკონომიკური დანაშაულის კვლევის მიმართულებით. აგრეთვე მადლობა გადაუხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციებს მხარდაჭერისთვის.

სტუმრებს მიესალმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, დოქტორი საფფეთ ბაირაქთუთან, რომლის შეფასებით, უნივერსიტეტი მიესალმება სამართლის ფაკულტეტის ინიციატივას, რადგან ამგვარი პროექტები ხელს უწყობს უნივერსიტეტში სამეცნიერო მიმართულებისა და საერთაშორისო კვლევების გაძლიერებას, აგრეთვე თანამშრომლობის გაძლიერებას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

სიმპოზიუმის საპატიო სტუმრები იყვნენ: მიჰაილ ჰარც – სენატორი, ზაარლანდის აუდიტორული კომპანიის MPH ხელმძღვანელი და ვილჰემ ჰაუზერი – დოქტორი, ზაარლანდის ეკონომიკისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი, აუდიტორული კომპანია MPH პარტნიორი. სტუმრებმა ისაუბრეს ეკონომიკური დანაშაულის სახეობებზე, გამოძიების მეთოდიკასა და საკუთარ გამოცდილებაზე ამ მიმართულებით.

სიმპოზიუმის ფარგლებში მოხსენებები წაიკითხეს როგორც გერმანელმა, ასევე ქართველმა მკვლევარებმა და პრაქტიკოსმა იურისტებმა ეკონომიკური დანაშაულის კვლევისა და გამოძიების კუთხით.

IBSU-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ქეთევან ქოქრაშვილის შეფასებით, უნივერსიტეტისთვის დიდი პატივია უმასპინძლოს ამ რანგის ღონისძიებასა და სტუმრებს. სიმპოზიუმი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ქართველი და უცხოელი მკვლევარების თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით.

სიმპოზიუმის დასკვნით ნაწილში გაიმართა დისკუსია მომხსენებლებისა და დამსწრე საზოგადოების ჩართულობით, რომლის ფარგლებშიც უფრო დეტალურად განიხილეს ეკონომიკური დანაშაულის სახეობები, გამოძიებისა და ზოგადად კვლევების გამოცდილება ევროკავშირსა და საქართველოში.