შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და საჯარო მმართველობის სკოლის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ კრიმინალისტიკურ ლაბორატორიაში.
უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ბატონ ბესიკ მეურმიშვილის ხელმძღვანებლობით სტუდენტები გაეცნენ უახლეს კრიმინალისტიკურ ტექნიკას და მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ ცდებში.