IBSU-ს სტუდენტური თვითმმართველობის სამართლის სკოლის დელეგატის, ვერიკო სირიასა და სტუდენტთა უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით, IBSU-ში ჩატარდა პროექტი „რთული
შემთხვევები სამართალში,“ რომელშიც ხუთმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
პროექტში გაიმარჯვა თინათინ ქიმბარიშვილისა და გვანცა ძოწენიძის გუნდმა, რომელთაც გადაეცათ სერტიფიკატები, ბრენდირებული საჩუქრები, ფრიდრიხ ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის წიგნები და კავეას ბილეთები. სერტიფიკატი ასევე გადაეცა პროექტის ყველა მონაწილეს.