[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top

„სამართალი და მმართველობა მოსწავლეებისთვის“ არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის  სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტური პროექტი, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება მომავალი პროფესიის არჩევაში ტრენინგების, დისკუსიების, იმიტირებული პროცესების და სხვადასხვა აქტივობის სახით.

კურსებს გაუძღვებიან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის წარმატებული და აქტიური სტუდენტები.

პროექტი სკოლის მოსწავლეებს 2 კურსს სთავაზობს, თითოეული შედგება 2-დღიანი ტრენინგებისგან.

ტრენინგები ჩატარდება უნივერსიტეტის კამპუსში.

ტრენინგის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ნებისმიერ სკოლაში ჩაბარების შემთხვევაში 10%-იან გრანტს უდრის.

სამუშაო ენა – ქართული

ღირებულება – უფასო

სივრცე – უნივერსიტეტის კამპუსი