[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

დღეს, 3 ოქტომბერს, მეიქათონმა სტარტი აიღო

05.10.2015

მეიქათონის მიზანია თავი მოუყაროს განათლებულ და ნიჭიერ სპეცილისტებს, რათა მათ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა შეძლონ. ეს იქნება: მორწყვის, სეტყვისგან დაცვის, მოხვნის, დათესვის, მოსავლის აღების,

 ენერგო მომარაგების, შხამ-ქიმიკატებით შეწამვლის და სხვა მსგავსი სირთულეები. კონკურსზე მონაწილეებს ექნებათ ტექნიკური მხარდაჭერა, იმისათვის, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოსავლის მოყვანის ხარჯები შემცირდეს და დაცული იყოს შემთხვევითი განადგურებისაგან.

პროგრამის პირველ დღეს მონაწილეებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს კონკურენტუნარიანობის განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი კინწურაშვილი შეხვდათ. მან იმ პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ასეთ პროექტებს მოაქვთ ახალგაზრდებისთვის და წარმატებული მაგალითები გააცნო. თავის მხრივ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა მეიქათონში მონაწილეებს მისცეს რჩევები და ის საჭიროებები გააცნეს რაც სოფლის მეურნეობის სფეროში არსებობს.

მეიქათონი 18 ოქტომბერს დასრულდება. ამ დროის მანძილზე გუნდები საკუთარ პროექტებზე ერთობლივარდ იმუშავებენ და პროდუქტს/პროტოტიპს სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დაკომპლექტებულ ჟიურის წარუდგენენ.

მეიქათონი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება.