[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

IBSU-ს მემორანდუმი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განათლების ხელშეწყობა IBSU-ს მიერ უცხო ენების შესწავლის შეთავაზების გზით.

IBSU იღებს ვალდებულებას წინამდებარე მემორანდუმის მიზნის განსახორციელებლად,  უზრუნველყოს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანამშრომლებისთვის ენის კურსების უსასყიდლო შეთავაზებას, ასევე, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისათვის უცხო ენათა (ინგლისური, რუსული, გერმანული, ესპანური, თურქული) კურსების შეთავაზებას უნივერსიტეტის ენათა სკოლის მიერ განხორციელებული პროგრამის ფარგლებში.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა პროფ.დოქტ.ილიას ჩილოღლუმ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.