ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები
01.09.2015რეგისტრაციის თარიღები 7 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით 9:00 დან 17:00 საათამდე. სწავლის დაწყების თარიღია 14 სექტემბერი.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ვალდებულნი არიან წარმოადგინონ შემდეგი სახის საბუთები:
1) სკოლის ატესტატი (ორიგინალი);
2) ჯანმრთელობის ცნობა, ფორმა №100;
3) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
4) 4 ფოტო-სურათი 3×4-ზე (1 ელექტრონული ჩაწერილი CD-ზე);
5) წვევამდელის მიწერის მოწმობა სამხედრო კომისარიატიდან (მხოლოდ ვაჟებისთვის);
6) საქართველოს სამეცნიერო ოლიმპიადის მესამე ტურში გადასულმა სტუდენტებმა წარმოადგინეთ ეროვნულ ოლიმპიადაში მონაწილეობის დამადასტურებელი ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან;