[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სამეცნიერო სიახლეები

HERD -ის პროექტში ჩართულ აკადემიურ პერსონალთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

30.05.2022

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში HERD-ის პროექტში („საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა“) ჩართულ აკადემიურ პერსონალთან და დოქტორანტურის სტუდენტებთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოში არსებულ 12 უნივერსიტეტთან ერთად ჩართულია Erasmus+ პროექტში HERD „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა“,  რაც ითვალისწინებს ქართველ მეცნიერთა ერთობლივი  სამეცნიერო ბაზის (Vidatum) შექმნას და მათ პოპულარიზაციას მსოფლიო მასშტაბით. ასევე სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობას, ნაშრომების ხილვადობის ზრდასა და ევროპელი პარტნიორებისგან ცოდნის გაზიარებას;

როგორც შეხვედრაზე პროექტის კოორდინატორმა, IBSU-ს ვიცე-რექტორმა სასწავლო და სამეცნიერო დარგში, პროფ. დოქტ. თეა კბილცეცხლაშვილმა განაცხადა, პროექტის ფარგლებში შეიქმნა ახალი სამეცნიერო პლატფორმა VIDATUM, რომლის მიზანია ადგილობრივ და მსოფლიო ასპარეზზე ქართველი მეცნიერების პოპულარიზაცია. პლატფორმა აერთიანებს 12 უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის პირად პროფილს, სადაც წარმოდგენილი იქნება მათ მიერ გაწეული სამეცნიერო საქმიანობის შედეგები.

„პროექტი ორი წლის  განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა  წევრი უნიევრსიტეტების კვლევითი სამსახურების მოდერნიზაცია, კვლევითი პოტენციალისა და ხარისხის გაზრდა, სწავლებისა და კვლევის კომპონენტების ინტეგრირება ინსტიტუციურ დონეზე.  პირველ ეტაპზე პროექტის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ დრეზდენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (TUD), სადაც HERD-ის წარმომადგენლებს მასპინძლობდა დრეზდენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ევროპული პროექტების ცენტრი (EPC)“.

როგორც ქალბ. თეამ აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში, HERD–ის წარმომადგენლები გაეცნენ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის პრაქტიკასა და გამოცდილებას სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მენეჯმენტის კუთხით. ვიზიტის ფარგლებში, დაიგეგმა პროექტის შედეგების მდგრადობის შენარჩუნებისა და ერთიანი ეროვნული სამეცნიერო პორტალის უნიფიცირებაზე ორიენტირებული აქტივობები. შემდგომი ვიზიტი დაგეგმილია საფრანგეთში (კლერმონტ აუვერნის უნივერსიტეტი), რაც ითვალისწინებს აქამდე მიღწეული შედეგებისა და გამოწვევების გაცნობას.

პროექტის საერთაშორისო პარტნიორები არიან: დრეზდენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (გერმანია) (DTU); კლერმონტ აუვერნის უნივერსიტეტი (საფრანგეთი) (UCA); კოტ დაზურის უნივერსიტეტი (საფრანგეთი) (UCD). საქართველოდან პარტნიორი ორგანიზაციები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა – EMIS); საქპატენტი; საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA).

პროექტის მონაწილე უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია; კავკასიის უნივერსიტეტი; ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი; საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი.

 

პროექტი დასრულდება 2022 წლის ივნისში ბათუმში, კონფერენციით.