[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სამეცნიერო სიახლეები

IBSU-მ ერთკვირიან საერთაშორისო საზაფხულო სკოლას უმასპინძლა

19.09.2023

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ერთკვირიან საერთაშორისო საზაფხულო სკოლას უმასპინძლა – „გამოიკვლიეთ კავკასია, იმპერიების გზაჯვარედინზე“. ინტერდისციპლინური საზაფხულო სკოლა ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის ფარგლებში და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის მხარდაჭერით.

პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის კულტურული და პოლიტიკური ისტორიით დაინტერესებულმა ქართველმა და საერთაშორისო სტუდენტებმა, ახალგაზრდა პროფესიონალებმა და მკვლევრებმა. სკოლის ფარგლებში მოწვეულმა გამოცდილმა მეცნიერებმა და პროფესორებმა საქართველოდან, აზერბაიჯანსა და ევროპიდან ჩაატარეს ლექციების ციკლი, რომელიც ასევე მოიცავდა საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში დაცული არტეფაქტების შესწავლას საველე სწავლების ფარგლებში.