[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სამეცნიერო სიახლეები

IBSU-ს აფილირებული პროფესორის ორგანიზებით  კონფერენცია ,,აღმოაჩინე სამეცნიერო  ტურიზმის შესაძლებლობები საქართველოში” დაიგეგმა

18.10.2022

IBSU-ს აფილირებული პროფესორის  ,,ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების” ხელმძღვანელის -ეკა დევიძის ორგანიზებით დაიგეგმა  კონფერენცია თემაზე: ,,აღმოაჩინე სამეცნიერო  ტურიზმის შესაძლებლობები საქართველოში”, რომელიც განხორციელდა ორგანიზაცია ,,კავკასიური ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის (ICCT, მარინა მეტრეველი) ინიციატივითა და საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის მხარდაჭერით.

კონფერენცია მიზნად ისახავდა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების – ტურიზმის დეპარტამენტების და სკოლების  ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტების ჩართვას სამეცნიერო ტურიზმის პოპულარიზაციაში.

კონფერენციას ესწრებოდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის პროფესორები და სტუდენტები.