[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სამეცნიერო სიახლეები

IBSU-ს ლექტორებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საქართველოს მკვლევართა მობილობის პროგრამაში გაიმარჯვეს

02.02.2023

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ლექტორმა, ეკატერინე ბაღიშვილმა და სამართლის კლინიკის ზედამხედველმა ადვოკატმა და მოწვეულმა ლექტორმა გოგა კიკილაშვილმა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და DAAD-ის მიერ განხორციელებული საქართველოს მკვლევართა მობილობის პროგრამაში (EU Fellowships for Georgian Researchers, 2023) გაიმარჯვეს.

პროგრამის ფარგლებში ეკატერინე ბაღიშვილი ჰამბურგის მაქს პლანკის სახელობის შედარებითი და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტში ჩაატარებს კვლევას “უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულება ადამიანის უფლებათა დაცვის ჭრილში.”

გოგა კიკილაშვილი ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში სწავლებისა და კვლევების საკითხებში იურიდიული ფაკულტეტის აღმასრულებელ პრეზიდენტ, პროფესორ ევა კოჩერთან თანამშრომლობით ჩაატარებს კვლევას თემაზე „შრომით-სამართლებრივი დავების განხილვის მექანიზმები, როგორც დასაქმებულთა უფლებების
დაცვის საშუალება“.

აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას, ქართველ მკვლევართა ინტეგრაციას ევროპის კვლევით სივრცეში, საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიების და ინოვაციების წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე.