IBSU-ს პროექტმა შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის კონკურსში გაიმარჯვა
07.04.2023IBSU-ს ინტერდისციპლინური ცენტრის მიერ მომზადებულმა პროექტმა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ „2023 წლის კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში“ გაიმარჯვა.
ინტერდისციპლინარული საზაფხულო სკოლა – „გამოიკვლიეთ კავკასია, იმპერიების გზაჯვარედინზე“ მიზნად ისახავს მოამზადოს ახალი ლექციების კურსი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისათვის, რომელსაც გაუძღვებიან ქართველი, კავკასიელი და უცხოელი მეცნიერები.
პროექტს ხელმძღვანელობს თამთა ცხოვრებაძე, ასოცირებული პროფესორი, უნივერსიტეტის პრორექტორი სასწავლო მიმართულებით; კოორდინატორი – უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი დავით ბრაგვაძე; ძირითადი მეცნიერი – პროფესორი ეკა ავალიანი და კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ ბრაგვაძე. პროექტში ასევე მონაწილეობენ პროფესორები კავკასიიდან და ევროპიდან.