IBSU-ს პროფესორებმა ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსი „Leaders of Learning“ დაასრულეს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სამეცნიერო სიახლეები

IBSU-ს პროფესორებმა ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსი „Leaders of Learning“ დაასრულეს

16.12.2021

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორებმა ჰარვარდის უნივერსიტეტის ონლაინ სასერტიფიკაციო კურსი „Leaders of Learning“ წარმატებით დაასრულეს. სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორების ეკატერინე ფიფიას, ნიკოლოზ ფარჯანაძის და ასოცირებული პროფესორის მაია ჩქოტუას კურსში მონაწილეობა IBSU-მ დააფინანსა.

10-კვირიანი კურსის დროს განხილულ საკითხებს შორის იყო  სწავლის თეორიის განსაზღვრა, ლიდერობა სხვადასხვა სასწავლო გარემოში, როგორ აისახება სწავლის თეორიაზე ორგანიზაციის სტრუქტურა, ფიზიკური და ციფრული სასწავლო გარემოს დიზაინის გავლენა სწავლაზე, რა გავლენას მოახდენს ნეორომეცნიერება სწავლაზე და სხვა საკითხები.

IBSU-ს ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელის, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის მაია ჩქოტუას შეფასებით, კურსი ძალიან საინტერესო და პროდუქტიული იყო. „მან საშუალება მოგვცა უკეთ გაგვეაზრებინა საკუთარი სწავლის თეორია, გაგვეგო ლიდერობის რომელი სტილია უფრო მისაღები ადამიანებისთვის, მათი სწავლის თეორიაზე დაყრდნობით და რა ტიპის ორგანიზაციული სტრუქტურა ეხმარება მათ განვითარებაში. კურსი, აგრეთვე, საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ განხილული იყო ინოვაციური მიდგომების შესაძლებლობები თანამედროვე სასწავლო ფიზიკურ და ციფრულ გარემოში.”- განაცხადა მაია ჩქოტუამ.