[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

TEMPUS MAHATMA- ს პროექტის მიხედვით უმაღლესი განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ორი სტუდენტი აირჩია სასწავლო ვიზიტით აბანო სპა უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი). 15-30 ოქტომბერს პროფესორმა, ნათელა დოღონაძემ სტუდენტებთან ერთად მივიდა. BSU მდებარეობს აბანოში - დიდი კურორტი დიდ ბრიტანეთში. სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა და

5 ნოემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რიჩარდ ნორლანდი დაესწრო „ამერიკისმცოდნეობის მე-7 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას“, რომელიც ტარდება განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის ეგიდით. ბ-ნი რიჩარდი გახლავთ ამერიკელი დიპლომატი, რომელიც ბარაკ ობამამ წარადგინა ელჩად საქართველოში, ხოლო სენატმა დაამტკიცა ამ პოსტზე.

განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა უმასპინძლა ამერიკელ პროფესორს, დოქტ. ბრიუს მაკოტო არნოლდს. ლექცია შეეხებოდა თემას: „ამერიკის განსაკუთრებულობა ან საზღვაო პოლიტიკური პრეცედენტი: იაპონიაში ფრითის ექსპედიციის ხელახალი შეფასება, 1852-1854 წლებში.“

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულები - ნანა ციმინტია და მაგდა ველიევა და დოქტორანტურის სტუდენტი ნონა ქერდიყოშვილი - წარმატებით დასაქმდნენ ქართულ-ამერიკულ სკოლაში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მეათე საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია გაიმართა,რომელის მიეძღვნა ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს. კონფერენცია გახსნა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ ასევე განათლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ღონისძიების მრავალფეროვანი თემატიკა მოიცავდა აშშ-ს

30 დეკემბერს დასრულდა სალექციო კურსი პროექტის „ნაციონალისტური ნარატივები და მეხსიერების ფორმირება ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში. დეკემბრის განმავლობაში მონაწილეებმა მოისმინეს ცხრა ლექცია, რომლებსაც უძღვებოდნენ ნაციონალიზმისა და მეხსიერების პოლიტიკის ქართველი და უცხოელი მკვლევარები, ექსპერტები, რომლებმაც მიმოიხილეს საკითხის სხვადასხვა განზომილებები და მიდგომები.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში  სტუდენტებს წარუდგინეს პრეზენტაცია ესტონეთის გაცვლითი პროგრამის შესახებ , რომელიც მათ საშუალებას აძლევს , 2 კვირის განმავლობაში ტარტუსა და ტალინის  უნივერსიტეტში, დაესწრონ ლექციებს პროფესორებთან ერთად და გახდნენ საინტერესო თემების განხილვის მონაწილეები. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს გრანტს ესტონეთის მთავრობისგან, რომლის

20 დეკემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტსა და მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრს (ICPI) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც  უკვე ხორციელდება და სამომავლოდაც იგეგმება საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტების ჩართვა ცენტრის საქმიანობაში როგორც სტაჟირების პროგრამის, ასევე სხვა პროექტებში

22 დეკემბერს პროფესიული პრაქტიკის გავლის შესახებ ანგარიშები წარადგინეს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა. ტელეკომპანია „იმედში“ პროფესიული სტაჟირება გაიარა ლიკა ქსოვრელმა, ტელეკომპანია „მაესტროში“ კი - თინათინ გოგიშვილმა და გვანცა ნადიბაიძემ. პროფესიული პრაქტიკის განმავლობაში მომზადებული სიუჟეტების თემატიკა

23 დეკემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლექცია გამართა რეგიონული კვლევების ცენტრის დირექტორმა რიჩარდ გირაგოსიანმა თემაზე „მეხსიერების ფორმირების პროცესი კავკასიის რეგიონში: ევროპეიზაციის ნარატივი“. შეხვედრა გაიმართა საგანმანათლებლო-კვლევითი პროექტის „ნაციონალისტური ნარატივები და მეხსიერების ფორმირება ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში“ სალექციო კურსის ფარგლებში. რიჩარდ გირაგოსიანმა ისაუბრა