[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სამაგისტრო ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

მოკლე აღწერა

თანამედროვე მსოფლიოში კომუნიკაცია პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო და კულტურულ სფეროში ინგლისურად მიმდინარეობს. შესაბამისად, ინგლისური ენის ცოდნის გარეშე ვერც ერთი ქვეყანა ვერ მიაღწევს წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე, ამისათვის კი ინგლისური ენის მაღალკვალიფიციური მასწავლებლებია საჭირო. პროგრამის მიზაბია სტუდენტებს მისცეს თანამედროვე ცოდნა და მასწავლებლის სათანადო კვალიფიკაცია.  პროგრამის მიზანია მოამზადოს ინგლისური ენის მაღალკვალიფიციური მასწავლებელი თანამდროვეობის მოთხოვნების შესაბამისად. პროგრამა ინგლისურ ენაზე ისწავლება, რაც დაეხმარება სტუდენტებს არამარტო ინგლისური ენის მაღალ დონეზე შესაწავლაში არამედ პროფესიული ტერმინოლოგიისა და ცნებების ღრმად გააზრებაში. სწავლის პერიოდში სტუდენტებმა უნდა შეასრულონ დიდი ოდენობის დამოუკიდებელი სამუშაო (დაპროგრამებული სავარჯიშოები, პროექტები, პრეზენტაციები, საკურსო ნაშრომები) იმისათვის, რომ პროგრამის დამთავრებისას ჩამოყალიბებული ჰქონდეთ სწავლის გაგრძელების უნარი. ამ მიზნით საჭიროა ღრმა თეორიული (პედაგოგიური, ფსიქოლოგიური) ცოდნა, პროფესიულ ლიტერატურასთან მუშაობა და  მისი პრაქტიკაში რეალიზება, რომელიც უზრუნველყოფილია პროგრამის ფარგლებში. პროგრამის წარმატების დასრულების შემთხვევაში სტუდენტებს შეეძლებათ სრულყოფილად გამოიყენონ ინგლისური ენა პროფესიულ გარემოში, გახდნენ წარმატებული მასწავლებლები და გააგრძელონ ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკაში სამეცნიერო მუშაობა სადოქტორო დონეზე.
ძლიერი მხარეები
ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკის პროგრამა თანამედროვე ევროპულ სტანდარტებზეა შემუშავებული, რაც საერთაშორისო დასაქმების გარანტიაა. პროგრამაში გამოყენებული უახლესი სასწავლო რესურსები, თანამედროვე მოთხოვნებით შექმნილი კურიკულუმი, სილაბუსები და სწავლების მეთოდები ხელს უწყობს სტუდენტის 21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარების განვითარებას. მაღალ კვალიფიციური პერსონალი და ბევრ სასწავლო კურსში გაწერილი სილაბუსების სპეციფიკა დაეხმარება სტუდენტებს მიიღონ ის თეორიული ცოდნა, რომელიც დაეხმარებათ მათ DELTA-ს (Diploma in Teaching English to Speakers of Other Languages, University of Cambridge) გამოცდისთვის მომზადებაში. რადგან პროგრამაზე სასწავლო პროცესი ინგლისურად მიმდინარეობს, ყველა სასწავლო კურსს თავისი წვლილი შეაქვს ინგლისურ ენაზე კომუნიკაციური კომპეტენციის განვითარებაში. ამ პროგრამაში მისაღწევი C1 დონე არის „მშობლიური ენის ფლობის მსგავსი დონე“, რაც გულისხმობს, რომ სტუდენტები თავისუფლად იმეტყველებენ ინგლისურად როგორც საყოფაცხოვრებო საკითხებზე, ისე პროფესიულ თემატიკაზე.
გაცვლითი პროგრამები: სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ დასავლეთის ქვეყნების  უნივერსიტეტებთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე.
დასაქმების სფერო
პროგრამა ყურადღებას ამახვილებს მასწავლებლის მომზადების ზოგადპედაგოგიურ, ფსიქოლოგიურ და მეთოდურ ასპექტებზე, რაც საშუალებას მისცემს მათ იმუშაონ ინგლისური ენის სკოლის მასწავლებლად (ნებისმიერ საფეხურზე)  და უნივერსიტეტში ასწავლონ ინგლისური ენის პრაქტიკული კურსები. აგრეთვე, მათ  შეუძლიათ იმუშაონ ადმინისტრაციულ მუშაკად განათლების სფეროში.
მიღება  
საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება:
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  • A ტესტის ტიპის საერთო სამაგისტრო გამოცდის   წარმატებით ჩაბარება.
  • სპეციალობაში შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ჩაბარება.
  • უცხო ენაში B2 დონისშიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება.
    • განმცხადებელს, რომელსაც აქვს ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL IBT, IELTS და FCE) უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება
    • განმცხადებელს,რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს დამთავრებული ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში მისი ნიშნების საშუალო (GPA) არის სულ მცირე 75 (100-დან) ან 3 (4-დან) ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება.
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული:
მისანიჭებელი ხარისხი: განათლების მაგისტრი ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკაში
სწავლების ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 2 წელი, 120 ECTS
სწავლის საფასური: 3540 ლარი
სწავლის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის: 3000 აშშ დოლარი
შეღავათები:
  • -20% სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, რომელიც შზსუ-ში რეგისტრაციასგაივლის 2018 წლის 27 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით.
  • -15% დედმამიშვილები ერთი ოჯახიდან.
  •  (სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შემთხვევაში ფასდაკლება მოქმედებს  დარჩენილ სწავლის საფასურზე)
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: (+995 32) 2 59 50 05/06/07 (151)
ელ-ფოსტაsecretarypostgrad@ibsu.edu.ge