...
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ინგლისური ფილოლოგია

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

პროგრამის აღწერა

ინგლისურმა ენამ უკვე დიდი ხანია თავი დაიმკვიდრა საერთაშორისო ბიზნეს, პოლიტიკურ თუ კულტურულ გარემოში და მისი ცოდნა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა თანამედროვე მსოფლიოში. შესაბამისად, ინგლისური ენის ფილოლოგს უდიდესი როლი ენიჭება ცივილური სამყაროს ერებს შორის კულტურული, პოლიტიკური და ეკომონიკური თანამშრომლობის პროცესში.
ჩვენი ქვეყანა ინგლისურენოვანი სამყაროს ერებთან თანამშრომლობის გააღრმავებას ცდილობს. ამდენად, ინგლისური ენის ცოდნა გადამწყვეტია მრავალ კონტექსტში, იქნება ეს კულტურული, სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური. ინდივიდუალურ დონეზე ინგლისური ენის ცოდნა ნიშნავს უკეთეს საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, ეროვნულ თუ საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების მეტ შანსს. უფრო ფართო თვალსაზრისით კი, მოსახლეობის მიერ ინგლისურ ენაზე საუბარი
ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის კულტურულ სამყაროსთან ინტეგრაციას.
ინგლისური ფილოლოგიის სფერო საკმაოდ ფართოა და გულისხმობს ინგლისური ენისა და ანგლო-ამერიკული ლიტერატურისა და კულტურის, ენის ფილოსოფიისა და ენის სწავლების მეთოდოლოგიის შესწავლას. ამდენად, ინგლისური ფილოლოგიის დარგის განვითარება გულისხმობს ენობრივი და კულტურული ცნობიერების გაღრმავებას.
უდაოდ, ინგლისური ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამა მნიშვნელოვანია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო გარემოს შესაქმნელად, ხოლო გლობალურ ასპექტში კი, იგი ხელს შეუწყობს პასუხისმგებლობის გრძნობისა და თანამაედროვე სამყაროზე სათანადო წარმოდგენების მქონე მოქალაქის ფორმირებას.

ძლიერი მხარეები

ინგლისური ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამა შეიმუშავა ასოც. პროფ. დოქტ. ნიკოლოზ ფარჯანაძემ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აკრედიტაცია მიანიჭა 2013 წელს. პროგრამა სტრუქტურულად დახვეწილია და სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. სწავლების ენა ინგლისურია, რაც პერსპექტიულ სტუდენტებს უნიკალურ საშუალებას აძლევს გაიღრმაონ ზოგადი და პროფესიული ინგლისური ენის, ანგლო-ამერიკული კულტურისა და ლიტერატურის და ენათმეცნიერების ცოდნა.
სასწავლო კურსების პედაგოგები გულდასმით არიან შერჩეულნი და მათი პროფესიონალიზმი მნიშვნელოვანწილად განაპირობებს პროგრამის ხარისხს. ჩვენ მიზნად ვისახავთ სტუდენტებს შევუქმნათ სათანადო პირობები დარგობრივი კომპეტენციების დასაუფლებლად. კველა კურსი ემსახურება ერთ საერთო ამოცანას – აღიზარდოს ინგლისური ენის მაღალკვალიფიციური ფილოლოგი, რომელსაც გააჩნია ინგლისური ენათმეცნიერებისა და ანგლო-ამერიკული ლიტერატურის ღრმა ცოდნა. სტუდენტები შეიძენენ უნარ-ჩვევებს, რაც აუცილებელია მომავალი დამოუკიდებელი კვლევისა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებისათვის.

გაცვლითი პროგრამები

სტუდენტებს ეძლევათ მრავალფეროვანი შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა სტუდენტთა გაცვლით პროგრამაში სამაგისტრო საფეხურზე სწავლებისას, შავი ზღვის უნივერსიტეტის მიერ დასავლეთის ქვეყნების მრავალ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე.

დასაქმება

ჩვენი კურსდამთავრებულები შეძლებენ სკოლებში ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობას (ნებისმიერ საფეხურზე), უნივერსიტეტში ლექციების ჩატარებას ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ფილოლოგიაში დამოუკიდებელი კვლევის წარმოებასა და თარჯიმნად მუშაობას.

მიღება

საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება

  1. ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  2. B ტესტის ტიპის საერთო სამაგისტრო გამოცდის   წარმატებით ჩაბარება.
  3. სპეციალობაში შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ჩაბარება.
  4. უცხო ენაში B2 დონის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება.
  5. განმცხადებელს, რომელსაც აქვს ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL IBT, IELTS და FCE) უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება
  6. განმცხადებელს,რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს დამთავრებული ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში მისი ნიშნების საშუალო (GPA) არის სულ მცირე 75 (100-დან) ან 3 (4-დან) ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება.

უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული:
www.iro.ibsu.edu.ge
მისანიჭებელი ხარისხი:  ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრი
სწავლების ენა: ქართული
ხანგრძლივობა და კრედიტები: 2 წელი, 120 ECTS
სწავლის საფასური: 3540 ლარი
სწავლის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის: 7800 ლარი

შეღავათები:

  1. -20% სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, რომელიც შზსუ-ში რეგისტრაციასგაივლის 2019 წლის 26 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით.
  2. -15% დედმამიშვილები ერთი ოჯახიდან.

(სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შემთხვევაში ფასდაკლება მოქმედებს  დარჩენილ სწავლის საფასურზე)

საკონტაქტო ინფორმაცია

  1. სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა
  2. ელ-ფოსტა:  graduateschool@ibsu.edu.ge
  3. ტელ: (+995 32) 2595005/06/07 (147)
  4. პროგრამის კოორდინატორი: ასოც.პროფ.დოქტ. ნიკოლოზ ფარჯანაძე
Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.