უმაღლესი თურქული ფილოლოგია
მე-20 საუკუნის ბოლო მეოთხედში თურქული ფილოლოგიისთვის ფართო ჰორიზონტი გაიხსნა. თურქული ენისა და ლიტერატურის სწავლებაში დაინერგა, როგორც კველევის ახალი მეთოდები და მიდგომები ასევე, შედარებითი კვლევები. აღნიშნული განვითარების შედეგად ბუნებრივად გაჩნდა დარგის კვალიფიციური ექსპერტების საჭიროება. ასეთი სახის ექსპერტებისთვის არსებობს კომპეტენციის შემდეგი სპეციფიკური მოთხოვნები: ღრმა და მდიდარი ცოდნა თურქული ფილოლოგიის დარგში, სპეციფიკური ტერმინოლოგიის და ენის/ენების ცოდნა, ზეპირი-წერითი თარგმნის უნარები, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ახალი მეთოდების და მიდგომების ადაპტაციის პროცესში, თურქულის, როგორც უცხო ენის სწავლების ტექნიკა და სხვა. აღნიშნული პროგრამის მიზანია ისეთი ექსპერტების მომზადება, რომლებიც ფლობენ ზემოთ აღნიშნულ უნარებს.
პროგრამის სტრუქტურა და შინაარსი სრულად პასუხობს აკრედიტაციის სისტემის და საქართველოში არსებული მსგავსი საგანმანათლებლო პროგრამების მოთხოვნებს.
პროგრამის ფარგლებში დასაქმებულნი არიან ისეთი კვალიფიციური თანამშრომლები, რომელთა მშობლიური ენაც არის თურქული. პროგრამაში გამოყენებულია საწყისი და განახლებული წყაროები. პროგრამის შესაბამისი გაცემული დიპლომი აღიარებულია თურქეთის განათლების სამინისტროს მიერ.
პროგრამის მთავარია მიზანია მოამზადოს დარგის ისეთი ექსპერტები, რომლებიც ფლობენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, აქვთ კვლევაში თანამედროვე მეთოდების გამოყენების უნარი, აქვთ კომუნიკაცია მსგავსი და სხვა დარგის ექსპერტებთან, კრიტიკული ანალიზის და ინოვაციური გადაწყვეტილებების პოვნის უნარი, ღია არიან ახალი იდეების მიმართ და აკმაყოფილებენ თანამედროვე აკადემიური სფეროს მოთხოვნებს.
სტუდენტები, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ ჩვენს პროგრამას გახდებიან თურქული ფილოლოგიის კვალიფიციური ექსპერტები. მათ შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი ცოდნა და უნარები ეფექტურად გამოიყენონ სხვადასხვა ორგანიზაციებსა და საგანმანათლებლო ინსტიტუტებში. ისინი მზად იქნებიან თურქული ფილოლოგიის დოქტორანტურაში სწავლის გასაგრძელებლად.