ყურადღება!!!!
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი იწყებს რეგისტრაციას სტუდენტთა სარეიტინგო სისტემის მე-8 ეტაპისთვის!
პროექტი მნიშვნელოვანი სიახლეებით ბრუნდება:
მე-8 ეტაპიდან ნაცვლად ერთი სტიპენდიანტისა გამოვლინდება ორი სტიპენდიანტი!
I ადგილზე გასული სტუდენტი მომდევნო სემესტრის განმავლობაში მიიღებს ყოველთვიურ 100-ლარიან სტიპენდიას, ხოლო II ადგილზე გასული – ყოველთვიურ 80-ლარიან სტიპენდიას!!
სტუდენტთა სარეიტინგო სისტემა არის სტუდენტების ჩართულობის სტრატეგიის ფარგლებში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც გულისხმობს სტუდენტების რეიტინგის შედგენას მათ მიერ კლასგარეშე და არაპროგრამულ ღონისძიებებში გამოჩენილი აქტიურობის მიხედვით როგორც უნივერსიტეტში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
!!!! იყავი აქტიური სტუდენტი შენს პროფესიაში!
!!!!! წარმოადგინე შენი აქტიურობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და დოკუმენტები სემესტრის განმავლობაში!
!!!!!! განსაზღვრე შენი საფაკულტეტო რეიტინგი და გახდი სტიპენდიანტი!
მნიშვნელოვანი ვადები:
რეგისტრაციის გამოცხადება: 2 თებერვალი
საბუთების მიღება: 2 თებერვალი – 14 ივნისი
შედეგების გამოქვეყნება: 1 ივლისი
შედეგების გასაჩივრება: 2-4 ივლისი
საბოლოო შედეგების გამოქვეყნება: 10 ივლისი
რეიტინგით სარგებლობა: 2019 წლის შემოდგომის სემესტრი
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საიტს
საკონტაქტო ინფორმაცია:
ნინო სამხარაძე
ელ-ფოსტა: nsamkharadze@ibsu.edu.ge
ოფისი: A512