[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ეკონომიკა დამწყებთათვის პირველი ნაკადი

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, 30-31 მარტს  გაიმართა პროექტი „ეკონომიკა დამწყებთათვის “, რომელშიც მონაწილეობდა 90 -მდე მოსწავლე.

პროექტის პირველ დღეს ჩატარდა ტრენინგი ლიდერობაზე , სხეულის ენაზე და ეფექტურ პრეზენტაციაზე. ასევე, მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა თავი გამოეცადათ საჯარო გამოსვლებში. მეორე დღე მთლიანად ეძღვნებოდა ეკონომიკის არსს. ტრენერებმა ასევე განიხილეს  აქტუალური ეკონომიკური საკითხები, რამაც დიდი ინტერესი და დისკუსია გამოიწვია მონაწილეებში. ორივე  დღე დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით, რომლებიც მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას გულისხმობდა .  ტრენინგის ბოლოს, ჩატარდა დახურვის ცერემონია და მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.