2018-2019 გაზაფხულის სასწავლო სემესტრისთვის შიდა მობილობისთვის განისაზღვრა შემდეგი ვადები:
1. 2019 წლის 11 იანვარი – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფაკულტეტების მიერ აკადემიურ პროგრამებზე ვაკანტური ადგილების რაოდენობის განსაზღვრა;
2. 2019 წლის 14 იანვრიდან 18 იანვრის ჩათვლით – შიდა მობილობის
წესით ფაკულტეტის/პროგრამის შეცვლის მსურველის განცხადების ფაკულტეტების მიერ
რეგისტრაცია;
3. 2019 წლის 21 იანვრიდან 23 იანვრის ჩათვლით – კრედიტების აღიარება და ჩასარიცხ პირთა შესახებ ფაკულტეტების მიერ გადაწყვეტილებების მომზადება;
4. 2019 წლის 24 იანვრიდან 25 იანვრის ჩათვლით – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შიდა მობილობაში მონაწილე სტუდენტს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმება;
5. 2018 წლის 28 იანვარი – შიდა მობილობის წესით სტუდენტის ფაკულტეტის/პროგრამის შეცვლის შესახებ რექტორის ბრძანების მომზადება.