შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე მე-9 საერთაშორისო კვლევით კონფერენციას (IRCEELT2019) გამართავს. მასში ყოველწლიურად 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.
ყოველწლიური კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევარებს, პრაქტიკოსებსა, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს იმსჯელონ და განიხილონ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები, დაძლიონ გამოწვევები, განვითარდნენ პროფესიულად, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები. კონფერენციის მთავარი მიზანია – ხელი შეუწყოს თეორიასა და პრაქტიკის დაკავშირების პროცესს, და შეისწავლოს კვლევის შედეგების პრაქტიკაში გამოყენების სხვადასხვა გზები. კონფერენციაში ტრადიციულად მონაწილეობას იღებენ გამოცდილი და ცნობილი პედაგოგები, პროფესორები, განათლების სპეციალისტები 30-მდე სხვდასხვა ქვეყნიდან: საქართველო, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, უნგრეთი, ესპანეთი, ლატვია, ფინეთი, ისრაელი, ბელორუსი, თურქეთი, რუსეთი, სომხეთი, ყაზახეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ირანი, ერაყი, ინდოეთი, იორდანია, მალაიზია, ფილიპინები, სამხრეთ კორეა, ომანი, ყატარი, ტაილანდი, ნიგერია, ალჟირი და განა.
კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური. წარმოდგენილი ნაშრომები მოიცავს შემდეგ თემებს:
- განათლების ისტორია, ფსიქოლოგია და განათლებასთან დაკავშირებული სხვა თეორიული საკითხები
- განათლების ლიდერობა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება
- კურიკულუმის განვითარება
- ტესტირება და შეფასება სასწავლო პროცესში
- უცხოური ენების სწავლების მეთოდები (სიახლეები და ეფექტურობა)
- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში
- ანგლო-ამერიკული ლინგვისტიკა და ლიტერატურა
- ენა და კულტურა
- სიახლეები და რეფორმები განათლების სფეროში
ნაშრომები ქვეყნდება კონფერენციის ნარკვევებში. დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ:
კონფერენცია (IRCEELT 2019) შავი ზღვის უნივერსიტეტში, 2019 წლის 3-4 მაისს გაიმართება და ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის ნარკვევებში . დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ინგლისურ ენაზე:
წარმდგენთა რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:https://ircelt.ibsu.edu.ge/abstract-submission/
მონაწილეთა რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://ircelt.ibsu.edu.ge/listener-registration/
მნიშვნელოვანი თარიღები:
აბსტრაქტის წარდგენის საბოლოო ვადა: 15.04.2019
გადასახადის გადახდის საბოლოო ვადა: 15.04.2019
კონფერენციაზე გვიან დარეგისტრირების შემთხვევაში გადახდის საბოლოო ვადა: 1.05.2019
ნაშრომის გამოგზავნის საბოლოო ვადა: 20.05.2019
კონფერენციის თარიღი: 2019 წლის 3-4 მაისი.