[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობასთან

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

2017 წლის 10 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი.

დოკუმენტი ითვალისწინებს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელშეწყობას სტუდენტებისთვის გამგეობის სათანადო სამსახურებში პრაქტიკის გავლის გზით, თანამშრომლობას საგანმანათლებლო საკითხებთან დაკავშირებულ სხვა აქტივობებსა და სფეროებში.

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აქტიურად მუშაობს რეგიონებში მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის გაფართოებაზე. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები  გორისა და ბათუმის მერიასთან, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან რეგიონებში.

მსგავსი თანამშრომლობები მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის, რადგან მათ საშუალება ექნებათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავიანთ რეგიონებში სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების სამუშაო გარემოს გაეცნონ და შეძენილი ცოდნა  საკუთარი ქალაქის განვითარებას მოახმარონ. მეორე მხრივ, აღნიშნული მემორანდუმები ქმნის შესაძლებლობას იმისთვის, რომ პარტნიორი ინსტიტუტები დააკვირდნენ სტუდენტებს სამუშაო გარემოში, შეაფასონ მათი შესაძლებლობები და შექმნან სტუდენტების რეალური დასაქმების პერსპექტივა.